მიტინგი ცხინვალში დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვისა და გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგიევის გადადგომის მოთხოვნით, მილიციელების მიერ ცემით მოკლული ინალ ჯაგიევის დაკრძალვის დღესაც გაიმართა. 1 სექტემბერს გამოსვლები ცხინვალში ბესლანის ტრაგედიისადმი თანაგრძნობის გამო, დროებით, შეჩერდა.
ამერიკის ხმასთან თამარ მეარაყიშვილმა რეჟიმის ტყვეობაში მყოფმა სამოქალაქო აქტივისტმა ისაუბრა. ის გვიამბობს ცხინვალში, ინალ ჯაბიევის მკვლეობის გამო განვითარებული ამბოხის, პრეზიდენტისა და გენერალური პროკურორის გადადგომის პერსპექტივებისა და იმ პრაქტიკის შესახებ, რაც მათთან ურთიერთობისას დაუგროვდა
სამი შვილის მამა, ინალ ჯაბიევი, ცხინვალში დე-ფაქტო შსს მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ის წამების შედეგად შემოაკვდათ. თუმცა ის ცხინვალში ერთადერთი ნაწამები პატიმარი არაა. ჯაბიევის სიკვდილმა სხვა დაკავებულები ანალოგიურ შედეგს გადაარჩინა.
ბათუმის მიმდებარედ, გონიოსთან "პატრიოტთა ალიანსის" მიერ გამოფენილი ბანერი, რომელზეც აჭარა ოკუპირებულად იყო წარმოდგენილი, ჩამოხსნეს. ირაკლი კუპრაძის, ლელოს წარმომადგენლის თქმით, "ალიანსმა სცადა აჭარა დაეყენებინა თანატოლად, როგორც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი. ეს არის ყველა აჭარელის შეურაცხყოფა".
საკუთარი დაბომბილი სახლის სარდაფში მუზეუმის გახსნის იდეა ლია ჩლაჩიძეს მაშინ დაებადა, როდესაც კასპში ოკუპაციის მუზეუმი ნახა. იდეას ხორცი 2017 წელს შეესხა. მას შემდეგ, 2008 წლის ომის მუზეუმი ერგნეთში ფუნქციონირებს და არაერთ უცხოელ და ადგილობრივ დამთვალიერებელს მასპინძლობს.
საქართველოს საკურორტო ზონები წელს უცხოელი ტურისტების გარეშე დარჩა. კოვიდ-პანდემიის გამო ქვეყანა ჯერაც უარს ამბობს სამასპინძლოდ კარის ფართოდ გაღებაზე. გამონაკლისი არც ბათუმია. 2020 წლის ზაფხულის სეზონი, აქ, ძირითადად შიდა ტურიზმის იმედადაა.
ქალები 2008 წლის ომის უჩინარი მეომრები არიან - უიარაღოებმა, შიშველი ხელებითა და გაუტეხელი სულისკვეთებით, არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს.
ბათუმის ბულვარში ბელარუსის დროშებითა და "გაუმარჯოს ბელარუსს" შეძახილებით მსვლელობა გაიმართა. ტრანსფარანტებზე მითითებული გახლდათ "დამთავრდეს ფაშიზმი ბელორუსში!"
2008 წელს, როდესაც რუსული ტექნიკა ქართულ სოფლებს უტევდა, ადგილობრივი, მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინც სახლების დატოვებაზე უარი თქვა, თვითგადარჩენის რეჟიმზე გადავიდა. ნინო დალაქიშვილი 12 წლის წინანდელ ამბებს ისევ კონფლიქტის ზონიდან გიყვებათ.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობა აქციებს დეკემბრის შემდგომ აგრძელებს. ისინი რუსული კომპანიისთვის მიწის მიყიდვას ეწინააღმდეგებიან. მათ დავა ქარელის მერიას მოუგეს, თუმცა ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტრო ჩაება ბრძოლაში. "რუისული მუშტი" - ასეთი ტრანსპარანტით გამოვიდნენ რუისელები დღეს.
ერგნეთის ქართულ-ოსური შეხვედრები განახლდა. არსებული ცნობით, ცხინვალში საქართველოს სამი მოქალაქეა დაკავებული, ერთი მათგანი დაჭრილია. წითელ ჯვარს მათი მონახულების უფლებას დე-ფაქტო ადმინისტრაცია არ აძლევს, არადა ეს ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მუშაობაზე პასუხისმგებლობა ცხინვალმა აიღო.
ჩორჩანას ტყეში რუსი მესაზღვრეების მიერ მონიშნული ხეები „ძალა ერთობაშიამ“ აღმოაჩინა. მოხალისეები ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ, სამოქალაქო პატრულირებას ახორციელებენ
აქციის მონაწილეები ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.
შიდა ქართლში, ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე ოჯახი გატაცებულის დაბრუნებას ელის. 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა ფეხში დაჭრეს და გაიტაცეს. ცხინვალის ციხეშია 3 ივლისს, მეჯვრისხევიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილიც.
აშში-ის ელჩმა კელი დეგნანმა შიდა ქართლში რამდენიმე ადგილზე გამართა შეხვედრები. ყარაფილასთან მან ახალი საწარმოს მშენებლობისთვის, სიმბოლურად კაფსულა ჩაუშვა. ეგრეთ წოდებული, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ქართული სინამდვილისთვის არატრადიციული, თუმცა საერთაშორისოდ ცნობილი სასმელი "კომბუჩა" უნდა ჩამოისხას.
მეტის ჩატვირთვა