რუსული კომპანიისთვის მიწის ნაკვეთის მიყიდვას (რომელიც რუსული ჭურვებით დაიბომბა 2008 წელს), მოქალაქეები აპროტესტებენ. სახელმწიფო უწყებები მოქალაქეების წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ. სახელმწიფოს კუთვნილ შპს-ში დასაქმებული პროტესტის მონაწილე სამსახურიდანაც კი გაათავისუფლეს.
ბათუმში ჟურნალისტები აქციაზე დადგნენ. სატელევიზიო მედია საქართველოში, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია, ამიტომ ხელისუფლებას მუდმივად აქვს ლტოლვა მისი კონტროლისკენ - ფიქრობენ ჟურნალისტები და ისეთი მექანიზმების შექმნა სურთ, რაც მედიას პოლიტიზირების საფრთხისგან დაიცავს
მაია მაისურაძემ ცხინვალში სახლი იძულებით, 90-იან წლებში დატოვა. ამჟამად, მისგან ორიოდე კილომეტრი აშორებს. მართალია, ეს მანძილი მცირეა, მაგრამ მისი დაძლევა ჯერ-ჯერობით შეუძლებელი გახლავთ. მაიას მსგავსად, საქართველოში 283271 ადამიანი ცხოვრობს დევნილის სტატუსით.
გორში, სტალინის სახელობის მუზეუმისა და სკვერის ტერიტორიაზე დრონიდან ანტირუსული შინაარსის ფლაერები გადმოყარეს. ორგანიზატორებს სურთ საზოგადოების ყურადღების მიქცევა რუსული პოლიტიკისადმი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო მიმართული და ასეთად რჩება დღემდე.
აშშ ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გორში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. წითელი ჯვრის ოფისთან ელჩს პროტესტანტების ჯგუფი დახვდა. საკუთარი პრობლემის შესახებ დეგნანის ინფორმირება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი იგნორირება მოახდინა.
ცხინვალის „კაგებემ“ „რადიაციული და ქიმია-ბიოლოგიური დაცვის“ სამსახურის თანამშრომლებს ნიადაგის და სხვა ნიმუშები ააღებინა და განაცხადა, თუ ისინი დაბინძურებული აღმოჩნდა, საქართველოს დავდებთ ბრალს, რადგან იქ "ლუგარის ლაბორატორია" მუშაობსო. სრულფასოვანი "კვლევისთვის" მათ ნიმუშები ერგნეთიდანაც მიაწოდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელიც ახალგაზრდებისთვის მეტი განათლების მიცემაზე, მათ გააქტიურებაზე, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის წახალისებაზეა ორიენტირებული.
ლუდა სალია ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, ხურვალეთში ცხოვრობს. მისი სახლიდან მავთულხლართები ხუთი წუთის სავალზეა. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეროვნული დროშით ის სწორედ ამ ადგილას მოვიდა.
26 მაისს ანტიოკუპაციური მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები ფარულად შეიპარნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან და საქართველოს დროშა აღმართეს. ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს პოლიცია კონფლიქტის ზონაში გადაადგილებას უკრძალავს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან დამატებით, დაახლოებით, 900 ჰექტარი ტყის ფართობი შესაძლოა ოკუპირებული აღმოჩნდეს. ამ მონაკვეთზე პატრულირებისას „ძალა ერთობაშია“ არც საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოხვდეს თვალში და არც დე-ფაქტო ადმინისტრაციას.
ორგანიზაცია საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი იმ მიზნით შეიქმნა, რომ რუსულ პროპაგანდას ამ დრომდე აუთვისებელი ნიშა არ დააკავებინოს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულია საქართველოში. ის ერთდროულადაა თანამედროვე და 100 წლით ძველი.ის ერთგვარი ხიდია წინაპრებთან, ვინც გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებელი მომავლისთვის იბრძოდა და ვინც შემდგომ ცდილობდა და ცდილობს ამას.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 25 მაისიდან კოვიდ 19-თან დაკავშირებული ზოგი შეზღუდვა მოიხსნა, ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა კაფეები, რესტორნები, საბავშვო, სპორტული ცენტრები, ბიბლიოთეკები და სასტუმროები, მხოლოდ მათ მასობრივი ღონისძიებების გამართვა ეკრძალებათ. რუსეთთან მიმოსვლა კვლავ შეზღუდულია.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე აქტი გამოსცა.
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული კვლევა პოლიტიკური მიზნით მოქმედ ცრუ მედიებზე საკმაოდ შემაშფოთებელ სურათს წარმოგვიდგენს იმის შესახებ, თუ რამდენად დიდია ყალბი ინფორმაციის ხვედრითი წილი მედია ბაზარზე.
ადამიანები, ვინც ოჯახის წევრების მხრიდან შევიწროებას განიცდიან, ფაქტობრივად, მოძალადეების პირისპირ ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდნენ. კოვიდ-19-მა ყველა თემა გადაფარა, თუმცა მანამდე არსებული პრობლემები არ გამქრალა.
ფემიციდი საქართველოში მწვავე პრობლემაა. მიმდინარე წელს ქალთა მკვლელობის უკვე 8 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის პირობებში, როდესაც სახლში დარჩენა გადაუდებელი აუცილებლობაა, ძალადობის სტატისტიკა მსოფლიოს მასშტაბითაცაა გაზრდილი.
მეტის ჩატვირთვა