კრისტინა პიტალსკაია, სხვა ქართველ ემიგრანტებთან, ასევე ევროპარლამენტარებთან და უცხოელ მეგობრებთან ერთად, ცდულობდა ბრუსელში, ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის ხმის მიწვდენას -„მივმართეთ საელჩოს ბრუსელში, რათა ეშუამდგომლათ პრეზიდენტთან შეხვედრისთვის. პასუხი ვერ მივიღეთ. ეს ძალიან ცუდი ფაქტია"
"ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო დროინდელი ქმედებები არის პარტნიორებთან გაფორმებული სტრატეგიული დოკუმენტების დარღვევა,"- კახა გოგოლაშვილი
„ჩვენ, დამატებით, სამი დაკავშირების პუნქტი გვექნება რუსეთთან. ესაა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებთან“,- საქართველოს ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი
„პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის გადაწყვეტილებას, არ განახორციელონ პირდაპირი ფრენები რუსეთთან და არ დაუშვან რუსული თვითმფრინავები ევროკავშირის ქვეყნებში," პაველ ჰერჩინსკი.
"საქართველოს ხელისუფლებამ გადაკვეთა წითელი ხაზი, რაც მიუღებელია ჩვენი ევროპელი, დასავლელი პარტნიორებისთვის",- გიგი გიგიაძე.
ირაკლი ზარქუა - "ევროკავშირის ელჩმა, ამ დემარშით, მორიგი შეცდომა დაუშვა".
კახა კალაძე - "ჩემთვის გაუგებარია, რა კავშირშია ფრენები რუსეთიდან რუსეთთან დაახლოვებასთან".
ერთ წელზე მეტია, "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში იმყოფება. საქართველოს სახალხო დამცველმა მის დაკავებაში პოლიტიკური მოტივააციის არსებობა დაადასტურა. 27 მაისს, პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ აქციაზე საზოგადოება ზურაბიშვილისგან შეწყალების უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებდა.
1921 წელს, საქართველოს ანექსიის შემდეგ, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ წყდებოდა. ამ საქმისთვის გასწირა თავი 15 ქართველმა ოფიცერმა, ვინც სამხედრო ცენტრი შექმნა და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ კონსპირაციული ბრძოლა გააჩაღა. მათი ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე განთავსებულ წარწერაში რუსეთი ნახსენები არაა.
ევროპის დღეების ფარგლებში, გამოფენაზე, რომელიც გორის ხელოვნების სახლში გაიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლის მიერ გადაღებული ფოტოები დაგხვდებათ. „დამკვირვებლის პერსპექტივა“ ასახავს ოკუპაციის ხაზის პერიმეტრსა და მის მიმდებარედ არსებულ ვითარებას.
სტალინისტები ფაშიზმზე გამარჯვებას მის მშობლიურ ქალაქ გორში აღნიშნავენ. შეკრების ადგილი სტალინის ქუჩაზე მდებარე სტალინის ბაღია. კანონის, „თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, ტოტალიტარიზმის ბელადის ქუჩა არ უნდა არსებობდეს, თუმცა კანონზე მაღლა, „გარკვეული მიზეზებია“, რომელთა შესახებ სიუჟეტიდან შეიტყობთ.
დასავლელი დონორების მხარდაჭერით, ოკუპაციის ხაზთან არაერთი, მათ შორის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი ხორციელდება. ერგნეთში, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან შეკრებილი ქალები ერთმანეთის გამოცდილებასაც გაეცნენ და წინაპარი ქალების პორტრეტების ამსახველი გამოფენაც დაათვალიერეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დვანი უკანასკნელ პერიოდში ცხელი ზონაა, სადაც ადამიანთა უკანონო დაკავებისა და ბორდერიზაციის შემთხვევები გახშირდა. 30 აპრილს რუსებმა ორი მოქალაქეს აღუკვეთეს თავისუფლება, 21 აპრილს კი დვანის სიახლოვეს, ჭვრინისთან მშვიდობიანი ცოლ-ქმარი სასტიკად სცემეს.
თაობა Z -ს თავისი სოციუმი და სასაუბრო ენა აქვს. როგორ ხედავენ ისინი სამყაროს, რას მიიჩნევენ განვითარებისთვის შემაფერხებელ ფაქტორებად და როგორ უმკლავდებიან დეზინფორმაციას - ამის შესახებ გორელი ახალგაზრდების ნაამბობიდან შეიტყობთ.
ნააღდგომევს, სოფლის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს. დიმიტრი მამაგულაშვილი ცხინვალის ციხეში მეოთხედ მოხვდა. მსოფელში ამბობენ, რომ გატაცებები ხშირია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარ ფაქტს ადასტურებს.
ახლა აქ ყურძენიც მოჰყავთ და ღვინოსაც წურავენ. კოტეჯები სახლებად იქცა, ეზოები მოლამაზდა და აყვავდა. დევნილები ახალ ცხოვრებას გაუმკლავდნენ, მაგრამ უცვლელად დარჩა ერთი - მშობლიურ მიწაზე დაბრუნების ოცნება.
აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი ბრიფინგები. "მთავარის" ვიდეო
მეტის ჩატვირთვა