„აშშ-სთვის ცხადია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრი არც მთავრობაში და არც ხელისუფლებაში არ არის. გარდა ამისა, აშშ-ს არც ერთი გზავნილი არ იქნა შესმენილი“,- გვეუბნება კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
"სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში,"- ელჩი დეგნანი.
ნაზი ჯანეზაშვილი იმ მოსამართლეების შესახებ გვიყვება, ვინც საქართველოდან გაიქცნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კლანთან გარიგებას უნდა შეგუებოდნენ.
"მოსამართლეებს აუკრძალეს გადაადგილება აშშ-ში. ის ინფორმაცია, რაც აშშ-ს აქვს, სრულიად საკმარისია ამისთვის. როდესაც შალვა პაპუაშვილი ითხოვს მტკიცებულებებს, თუმცა მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ მოსამართლეების წინააღმდეგ მართლმსაჯულება არ განხორციელებულა და ისინი არიან დასანქცირებულები.
„მმართველი გუნდის აღქმა აბსოლუტურად არაადექვატურია. ისინი აგრძელებენ ანტიდასავლურ რიტორიკას. იმყოფებიან თავდაცვის რეჟიმში. მათ არ ესმით იმ გადაწყვეტილების სიმძიმე, რაც აშშ-მ მიიღო,"- გიგი გიგიაძე
"ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, თუ რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა,"- სალომე ზურაბიშვილი.
გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის ყოველდღიურობა რთულია. მათ თავი უნდა გაართვან ოჯახურ საქმეს - შეწყვეტილი წყლის პირობებში ჭურჭლისა და სარეცხის დარეცხვით დაწყებული, სადილის მომზადებით გაგრძელებული და აღზარდონ ბავშვები იქ, სადაც სროლის ხმები ისმის და რუსი მესაზღვრეები ადამიანებს ყოველდღე იტაცებენ.
ვალია ვანიშვილი, 80 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში სრულ სიმარტოვეში ცხოვრობს. თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში ის ავადმყოფობდა. მოხუცი სასმელი წყლისა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების გარეშე დარჩება, თუ ვინმე, კეთილი ნების საფუძველზე არ დაეხმარა.
„ისინი გვეუბნებიან, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტი არის შესრულებული, არადა ეს ასე ნამდვილად არაა. შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი,"-
„მიდიან რუსეთისკენ, მაგრამ რუსეთს პირდაპირ ვერ აქებენ, რადგან ეს საზოგადოებაში არაპოპულარულია და ამის გაკეთება შეუძლებელია. რუსეთის ქება არ გამოდის, მაგრამ იოლია გააკრიტიკონ დასავლეთი. ეს გაგრძელდება. რაკი არ გამოუვიდათ კანონით, ეს გაგრძელდება კანონ-გარეშე,"- პაატა ზაქარეიშვილი
ჩვენ გვაქვს ეჭვები, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს ცვლის და გვაშორებს ევროინტეგრაციის პროცესისგან. აახალი თაობაც კი, რომელიც გვეგონა, რომ სხვა მუსიკას უსმენდა და სხვა სერიალებს უყურებდა , გამოვიდა და დასავლურობის იდეა ყველაზე აქტიურად დაიცვა“,“- ამბობს თამთა მიქელაძე.
"სირცხვილია", "თბილისი პრაიდი", EMC . გამჭვირვალობა. ISFED -პრემიერის აზრით, დესტრუქციული ორგანიზაციებია. "ზოგიერთი მათგანი ითხოვდა მთავრობის გადადგომას, ჩემ გადადგომას," - ამბობს პრემიერი.
"ვინ დაიწყო ძალადობა? ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ, ჯაფარიძის გირჩის პროვოკატორებმა, ბრანკლინის კლუბის ანარქისტებმა, ზოგიერთებს სატანისტების ფორმები ეცვათ,"- პრემიერი ღარიბაშვილი
"რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყველა რეკომენდაცია შეგვესრულებინა მაქსიმალურად მოკლე დროში"
„აქ ვარ იმისთვის, რომ, მშვიდობიანად, დემოკრატიული პროცესით გავაპროტესტო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა ძალამ. ეს კანონი არის არაკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს" - მიხეილ ჯანელიძე
„ქართული ოცნება“ მიგვათრევს რუსეთისკენ. შეუძლებელია, ბრძოლა მათ წინააღმდეგ წარუმატებლობით, ან დაღლით დასრულდეს. მთელი ავტორიტეტული საზოგადოებრივი აზრი შეკრებილია ევროპის, საქართველოს მომავლისა და ღირსებისკენ ორიენტირებულ გზაზე. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ევროპა"- ირაკლი კუპრაძე, "ლელო".
„ჩვენ ვიდექით ეგიზისტენციალური საფრთხის წინაშე. ამას სრულიად ცხადად ვგრძნობდი. რომ არა ამ საფრთხის ნამდვილობა, საზოგადოებას არაფერი გააერთიანებდა. „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა იზოლაციაში, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამიტომ მათ მხოლოდ დათმობაზე წასვლის რესურსი აქვთ"- ნიკა მელია.
აქციების დროს პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, მხუთავი გაზი. დააპატიმრეს 133 მოქალაქე. ხელისუფლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს შორის, კანონპროექტის უკან გაწვევასთან ერთად, დაკავებულთა განთავისუფლების საკითხიც დადგა. ხელისუფლებამ ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილ
მეტის ჩატვირთვა