„ხელისუფლება იძულებულია იყოს დაინტერესებული, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი მიიღოს“,- ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის მკვლევარი
„კონკრეტული საუბარი, ან სასამართლოს რეფორმაზე, ან ნებისმიერ სხვა თემაზე, მედიის თავისუფლებაზე, ან დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან არ გაგვიგია,"- გიორგი ვოლსკი.
ახლა კი გიამბობთ უნიკალური აუდიო ჩანაწერების შესახებ, რომლებიც დაკარგულად მიიჩნეოდა. საქართველოს კონსერვატორიაში უნიკალურ და აქამდე უცნობ ჩანაწერებს ახლა ამერიკის საელჩოს დახმარებით აციფრულებენ და მათი გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგება.
7 ივლისს სუს-ის უფროსის მოადგილემ საქართველოს 6 მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო დაკავების თაობაზე პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ყველა მათგანი მეჯვრისხევში ცხოვრობს და ლოკალურად, სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული.
ალექსი ბატიაშვილი პარლამენტში, 2022 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენისას რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესახებაც ისაუბრა, საოკუპაციო რეჟიმებთან მიმართებით.
სუს-ის ანგარიშში საუბარია უკანონო ბორდერიზაციისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვიდეო სათვალთვალო კამერების განთავსების თაობაზე, საოკუპაციო ხაზის თითქმის მთელ პერიმეტრზე.
"რუსეთის ფედერაცია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიმართულებით განაგრძობდა დაკავებებს. მათ შორის, დაკავებებს ჯაშუშობის მუხლით,"- ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
„დევნილები არ დანებდნენ. ეს ადასტურებს, რამდენად ძლიერია ეს ხალხი“, - ამბობს ნიკა სომხიშვილი, ფოტოარტისტი გორიდან, რომლის ნამუშევრების გამოფენა გორის ხელოვნების სახლში გაიმართა. ფოტოებზე დევნილთა ჩასახლებებში, თავშესაფრად აგებული და ახლა უკვე ინდივიდუალურ სახლებად ქცეული კოტეჯებია წარმოდგენილი.
„რატომ დავკარგეთ ყველაფერი, თუ ისევ რუსეთს უნდა დავბრუნებოდით?“- ესაა კითხვა, რომელიც, განსაკუთრებით მტკივნეულია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისთვის. ეს საკითხი მას შემდეგ გააქიურდა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზოგადოება დააყენეს „არჩევანის“ პირისპირ - „მშვიდობა, თუ ომი?“
აშშ-ს საელჩოს ძალისხმევით, კონსერვატორიაში დაკარგულად მიჩნეული აუდიო ჩანაწერების გაცოცხლება-გაციფრულება გრძელდება. რომ არა საელჩო, ძველ აუდიო ფირებს მტვერი შეჭამდა. რექტორს კიდევ ბევრი სამომავლო გეგმა აქვს, რომელთა რეალიზებისთვის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შენარჩუნებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს.
„საქართველოში ბავშვებმა არ იციან, რა არის სექსუალური ძალდობა. მაშინ, როდესაც მათ უნდა აენთოთ განგაშის სიგნალი და დახმარებისთვის მიმართონ სხვა ადამიანს, ამ შესაძლებლობას ვერ იყენებენ. სკოლებში მინიმალურადაც არ გვაქვს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სწავლება," - ანა არგანაშვილი
„დანაშაული წლების განამვლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. ბოლო პერიოდის ტენდენცია მიუთითებს, რომ დროული რეაგირება სახელმწიფოსთვის არაა პრიორიტეტული. სექსუალურ ძალადობას ქვეყანაში აქვს სისტემური ხასიათი,“- გოგა ხატიაშვილი.
„არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რაც ბევრად უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"ჩვენი მიზანი იყო, ევროპელებისთვის და პრეზიდენტისთვის გვეთქვა რომ მას შეუძლია პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, პოლიტიკური პატიმრების შეწყალების გზით. ესაა ის, რაც ბრუსელში ყოველ დღე გვესმის. შეწყალების აქტი ძალიან დაგვეხმარება, ჩვენი რეკომენდაციების შესრულების მხრივ",- განაცხადეს აქციაზე.
„ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ლაპარაკს და არა საქმეს, პრეზიდენტისგან. ესაა ბუნდოვანების შეტანა დასავლეთში, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლებაში არის ჯგუფი, რომელიც ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება, მაგრამ არის მეორე ჯგუფიც, რომელიც ევროინტეგრაციას ემხრობა,“ -რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია, ამბობს, რომ ევროკავშირში, საქართველოსთან მიმართებით საზოგადოებრივი აზრი ფორმირების პროცესშია და ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
მეტის ჩატვირთვა