თერთმეტი საქართველოს მოქალაქე, ძირითადად ახალგაზრდები, დააკავა პოლიციამ, ე.წ „ნაციონალისტური მარშის“ დროს, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა და აღმაშენებლის გამზირზე, კაფე-ბარების დარბევაში გადაიზარდა.
„პრორუსული და ლიბერალური იდეოლოგია არის ჩვენთვის მიუღებელი! ჩვენ გვაქვს ეროვნულ-ნაციონალისტური იდეოლოგიაქართველი ნეო-ნაცისტი
მსვლელობაში, რომელიც რუსთაველის მეტროდან დაიწყო, სხვადასხვა ნეონაცისტური ორგანიზაციები და რასისტული ფან-დაჯგუფებები მონაწილეობდნენ. მათ შორის: „ქართული ძალა“, „ედელვაიასი“ და „ბერგმანი“.
დაახლოებით, 150 ახალგაზრდიდან, ნაწილი ნიღბებით იყო, შავ მაისურებში გამოწყობილთა ნაწილს კი ეწერათ - ციფრები 14/88, რაც „თეთრი ნაციონალიზმის“ მამამთავრის, ამერიკელი ნეო ნაცისტის დევიდ ლეინის ცნობილი კოდური ლოზუნგია - „ჩვენ უნდა დავიცვათ თავად ჩვენი ხალხის არსებობდა და ჩვენი თეთრი შვილების მომავალი“.
ამერიკული ნეონაცისტური დაჯგუფება The Order-ის ლიდერი დევიდ ლეინი, რომელსაც 1985-87 წლებში, სიეტლისა და დენვერის სასამართლოებმა ჯამში - 190 წელი მიუსაჯეს, 2007 წელს, 68 წლის ასაკში, ინდიანას შტატის ციხეში გარდაიცვალა.
ლეინს ბრალად ედებოდა 1984 წელს, ისრაელური წარმოშობის, რადიო წამყვანის, ალან ჰარისონ ბერგის მკვლელობაში თანამონაწილეობა, ასევე რეკეტსა და ნაცისტურ პროპაგანდაში.
თავდაპირველად, ქართველი ნეო ნაცისტები, თეთრი ნაციონალიზმის“ კოდური ლოზუნგებით, რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ აპირებდნენ დაძვრას, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ამის უფლება არ მისცა, მათ, ჯერ გმირთა მოედანზე, შემდეგ კი აღმაშენებლის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
ნეონაცისტების მარშის ერთ-ერთი ნიღბიანი მონაწილე ირწმუნებოდა, რომ თითქოს, "სოხუმის დაცემის დღისთვის" გაერთიანდნენ:
„სადაც კი ეთნიკური თურქების ობიექტები იყო ყველგან შემოაგდეს მაშხალები, წარმოქმნილი კვამლის გამო შეშინებული ადამაინები გარეთ გამოცვივდნენ.“დარბევის თვითმხილველი
„პრორუსული და ლიბერალური იდეოლოგია არის ჩვენთვის მიუღებელი! ჩვენ გვაქვს ეროვნულ-ნაციონალისტური იდეოლოგია. დღეს, სხვადასხვა ნაციონალისტურმა ორგანიზაციებმა და საფეხბურთო კლუბების ფან-კლუბებმა სოხუმის დაცემის დღისთვის გადავწყვიტეთ გაერთიანება და მარშის მოწყობა.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ მას შემდეგ გამოიყენა ძალა, რაც ნეონაცისტებმა აღმაშენებლის გამზირზე, იმ კაფე-ბარებისა და მაღაზიების დარბევა დაიწყეს, რომლებიც ძირითადად, უცხოეთის მოქალაქეებს ეკუთვნით.
თვითმხილველთა თქმით, ნეონაცისტები აგრესიით გამოირჩეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც ტურისტებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს. სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებში, ბარებსა და კაფეებში ისროდნენ მაშხალებს, დააზიანეს სარეკლამო ბანერები და ინვენტარი. ერთ-ერთმა თვითმხილველმა ანონიმურა გვითხრა:
„სადაც კი ეთნიკური თურქების ობიექტები იყო ყველგან შემოაგდეს მაშხალები, წარმოქმნილი კვამლის გამო შეშინებული ადამიანები გარეთ გამოცვივდნენ.“
აღმაშენებლის გამზირზე, თურქული რესტორნის „ნასიმის“ „მეპატრონემ, პანკისის ხეობის მკვიდრმა ვახტანგ ფარეულიძემ აღნიშნა, რომ მუსლიმ ქალბატონს ნეონაცისტემა თავშალიც მოხადეს:
„თურქულად რასაც კი ეწერა, ყველა ბანერი დალეწეს, ადამიანები შეაშინეს, ეს არის მშვიდობიანი აქცია? როცა არაბ ქალბატონს თავშალი მოხადეს? სასტუმროებსა და ბარებში მაშხალები შემოყარეს".
„თურქულად რასაც კი ეწერა ყველა ბანერი დალეწეს, ადამიანები შეაშინეს, ეს არის მშვიდობიანი აქცია?ვახტანგ ფარეულიძე, თურქული რესტორნის მფლობელი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, "ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას".
ეს დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება . ხოლო, ხულიგნობა პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ - ორიდან ხუთ წლამდე ციხით.
თავად ნეონაცისტური მარშის მონაწილენი ხულიგნობისა და დარბევის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ. „ედელვაისის“ ფეისბუქ გვერდზე კერძოდ ნათქვამია: „გავაპროსტესტეთ თურქული და არაბული ბარ-ბორდელების არსებობა, სადაც ქართველ გოგოებს ამუშავებენ და სადაც ყველა შედის, ქართველის გარდა!
რეალურად, ამ საროსკიპოების შესახებ მთავრობას დეტალური ინფორმაცია აქვს, მაგრამ მათი დუმილი ჩვენ დავარღვიეთ... არცერთი რესტორანი არ დაზარალებულა, არ ჩაგვილეწია შუშები, არც პოლიციას გავუწიეთ წინააღმდეგობა.“
ნეო-ნაცისტური ჯგუფების: „ქართული ძალის“ „ედელვაისისა“ და „ბერგმანის“ აქტივისტები წინა წლებში, უკვე იყვნენ დაკავებულები თბილისში - უცხოეთის მოქალაქეებსა და ვეგა-კაფეზე თავდასხმის გამო.
პროკურატურა დაკავებული ნეო-ნაცისტებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ შუამდგომლობას 30 სექტემბერს განიხილავს.