ჰააგის სასამართლო 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის და საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნებს.
პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მოქალაქეები, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ქართული სერვისით სარგებლობენ, რაც მათთვის ფინანსური დანახარჯების გარეშეა შეთავაზებული.
გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტიც, რაც ასახავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.
არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ. სწორედ აქედან წარმოიშვა ის კითხვები, რაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს და მათ შორის ჩვენც გვქონდა -გიორგი ონიანი.
საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რომლის აუცილებლობასაც ხედავდა როგორც პრეზიდენტი, ისე ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოში, ამჯერად ადგილი არ ექნება.
2008 წლის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლების უმეტეს ნაწილს შეეზღუდა ხელმისაწვდომობა ტყის გამოყენებაზე. ბუნებრივი აირით კი ამ დროისთვის ყველა ვერ სარგებლობს.
პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას შეეხო იმ პერსპექტივებს, რამაც ვიზალიბერალიზაციის პირობებში აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრებთათვის შეიძლება იარსებოს:
2016 წელს საქართველო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებით ხვდება. განსაკუთრებულად საინტერესო მოვლენა ქვეყნისთვის ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაციის თაობაზე მიღწეული პოზიტიური დასკვნაა.
„ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებია და მათ არაფერი აქვთ საერთო შინაარსობრივ მხარესთან... ღარიბაშვილი თუ კვირიკაშვილი, საბოლოო ჯამში, მართავენ იმის მიხედვით, თუ რას გადაწყვეტს ივანიშვილი“- აცხადებს ელენე ხოშტარია.
საქართველოს პრემიერმა განცხადება გადადგომის თაობაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც წინა დღეს მუშაობის სამწლიანი პერიოდი წარმატებულად შეაფასა, ეს შეფასება კი პომპეზურად წარადგინა.
"ევროკომისია თვლის, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მისაღწევი სტანდარტის მოთხოვნას, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი" - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ერმანი.
რა გამოწვევებია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოში და როგორ ფასდება წლევანდელი წელი ამ მხრივ? უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა წლიური მიმოხილვა წარმოადგინეს.
კონფლიქტის ზონაში სოფელ კოშკას მაცხოვრებელი, 44 წლის დავით კუდუხაშვილი, დააკავეს, რომელიც სოფლის განაპირას შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდა.
საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" რატიფიცირება.
2015 წლის დეკემბრის დასაწყისი ოპტიმიზმითაა აღსავსე. ხელისუფლებას ამ დროისთვის ორი მნიშვნელოვანი იმედი აქვს.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 29 ნოემბერს სოფელ ნასაკირალის მცხოვრები სამი და ხელვაჩაურის ერთი მკვიდრი.
მიმდინარე კვირა ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებებით აღინიშნა. მათ შორის საინტერესოა, რომ მასობრივ დაკავებასაც ჰქონდა ადგილი.
საკუთრებისა და ქონების გარეშე დარჩენილ ძალადობის მსხვერპლთა ნახევარს რეაბილიტაციის შემდგომ დაბრუნება ისევ მოძალადის ოჯახში უხდება.
„ეს არ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეების ეგზისტენციალურ არჩევანზე, რასაც ევროატლანტიკური არჩევანი ჰქვია“ - ირაკლი ტაბლიაშვილი
საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მართალია, არ აქვს, მაგრამ აბაშიძე-კარასინის ფორმატი ახლა უკვე გაზრდილია და მასში ეკონომიკის სამინისტროც მონაწილეობს.
მეტის ჩატვირთვა