ნანა ჭოველიძის ოჯახი 2008 წლის ომამდე ცხინვალიდან 4 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ხეითში ცხოვრობდა. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, მათ სამჯერ მოუხდათ სახლის მიტოვება, უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე. მესამე, 2008 წელს დაწყებული დევნილობა, ჯერ ისევ გრძელდება.
ვენერა ელანიძე თუშეთის ულამაზეს სოფელ დართლოში 80 წლის წინ დაიბადა და 9 წელი იქ გაატარა. მას შემდგომ, ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე გაშენებულ სოფელს მხოლოდ ზაფხულობით აკითხავს. სამანქანო გზა თუშეთში წელიწადის ამ დროსაა მხოლოდ ხელმისაწვდომი.
ზაზა გახელაძის ოჯახმა, მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია დაანონსა, ასევე განაცხადა, რომ ოჯახის რამდენიმე წევრი დე-ფაქტო ცხინვალის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადავიდოდა, რათა ისინიც ისევე უკანონოდ დაეკავებინათ, როგორც ზაზა დააკავეს. ოჯახი ამბობს, რომ ეს განზრახვა მათ პატრიარქმა გადააფიქრებინა.
ეუთოს გენერალური მდივანი ერგნეთში მე-100-ე შეხვედრაზე მივიდა. მასთან კომუნიკაციის იმედით, აქ შეიკრიბნენ ცხინვალის ციხეში ტყვედ მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. ისინი დაკავებულის განთავისუფლებას საქართველოს ხელისუფლებისგან უკვე 11 თვეა ელიან, ახლა კი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას აპირებენ.
ცხინვალის ციხეში ტყვედ მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრა მოულოდნელი და დაუგეგმავი გახლდათ, რადგან ამ დროს ელჩი კონფლიქტის ზონის სოფელ ციცაგიანთკარში სულ სხვა მიზეზით იმყოფებოდა.
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრები მან შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში სტუმრობით დაიწყო, სადაც მოინახულა დევნილებს და საკუთარი თვალით იხილა ეკლიანი მავთულხლართი - რუსული ბორდერიზაციის შედეგი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში მესამე სექტორის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ის კავკასიაში რამდენიმე დღიან ტურს მართავს.
ყოფილი დისიდენტები, ვინც საბჭოთა კავშირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელს ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის გამო იხდიდნენ, აცხადებენ, რომ მათი მსოფლმხედველობის განსაზღვრაში "ამერიკის ხმის" წვლილი უმნიშვნელოვანესია.
"ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროს 26 მაისს მაუწყებლობის დაწყებიდან 70 წელი შეუსრულდა. სსრ კავშირის პირობებში, მას ახშობდნენ. მოქალაქეებს მისი მოსმენა მხოლოდ სპეციალური მოწყობილობებით შეეძლოთ. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, "ამერიკის ხმა" მაუწყებლობას 70 წლის შემდგომაც აგრძელებს.
ნამოხვაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მონაწილეები აქციებს უკვე მესამე დღეა თბილისში მართავენ. 25 მაისს მათ განაცხადეს, რომ მომდევნო დღეს, 4 საათზე დაანონსებული აქციის შემდეგ, დედაქალაქს დატოვებენ და იმ ადგილას მობილიზდებიან, სადაც "ენკა" სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს.
კონფლიქტის ზონაში ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტის სურვილი აქვთ. ეს იკითხება იმ ქმედებებში, რასაც ადგილი აქვს შიდა ქართლში, თუმცა რუსეთი, ბორდერიზაციის პოლიტიკით, ამ სურვილის ჩახშობას ძალუმად ცდილობს.
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, გორში, სტალინის მშობლიურ ქალაქში სტალინისტები საბჭოთა სიმბოლიკის თანხლებით აღნიშნავენ. საქართველოს კანონი "თავისუფლების ქარტია" საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს, თუმცა სტალინისტებისთვის ეს კანონი "არ არსებობს".
საქართველოს მოქალაქეებს, ვისი ახლობელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დაკრძალული, საფლავებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვნილი, თანასოფლელებისთვის ერთგვარი "შუამავალი" იყო, ვინც ოკუპირებულ მხარეს დარჩენილ საფლავებს პატრონობდა. ახლა უკვე მის საფლავზე გადიან ახლობლები.
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები და მედია-მფლობელები ეხმაურებიან და საქართველოში მედია-თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ გარემოს აფასებენ.
ხურვალეთში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელში, რომლის ნაწილი ოკუპირებულია, ადგილობრივები უკიდურეს სოციალურ სიდუხჭირეს განიცდიან. ისინი ვერც ახლობლების საფლავებზე გადიან, მავთულხლართის გამო და ვერც აღდგომის დღესასწაულის აღნიშნვას ახერხებენ, ტრადიის შესაბამისად,
სიდონია ჭოველიძე მარტოხელა დევნილია და შავშვების დასახლებაში ცხოვრობს. მისი შვილი, სამოქალაქო პირი, ცხინვალში წამების მსხვერპლი აღმოჩნდა. წამებამ მისი შემდგომი დაავადებები განაპირობა, რის შედეგადაც ვასილ გოჩაშვილი გარდაიცვალა. სიდონია დღეს მხოლოდ პენსიით ცხოვრობს. მას სოციალური შემწეობა მოუხსნეს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ერგნეთში მორიგი, 99-ე შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის წარმომადგენლები, შეხვედრის შემდგომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში გაემართნენ და ცხინვალის ციხის ტყვის, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში რუსმა მესაზღვრეებმა ხნულები გაავლეს. მისი გადაკვეთის უფლება საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ. ეს ხაზი მწვანე (ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი) ბანერებიდან მოშორებით, ქართული მხარის მიერ მანამდე გაკონტროლებულ ტერიტორიაზე გადის.
მეტის ჩატვირთვა