„მისი დანიშვნა, ნამდვილად არ გააუმჯობესებს ქართულ-ოსურ ურთიერთობებს. გურწიევს მე თვითონაც კარგად ვიცნობ. ახალგორშია დაბადებული და გაზრდილი, ის კარგად იცნობდა ტატუნაშვილსაც... ახალგორი ახლა ოკუპირებულია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ სამართალი ოდესმე აღსრულდება“,- ამბობს თამაზ ბალაშვილი.
კაფის მეპატრონე გორში, რომელმაც საპირფარეშოში პუტინის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდი განათავსა, თავდაცვის რეჟიმშია. „დედა ენის“ ბარის შემდეგ, „ბლექ სთარი“ გორში, პირველი კაფეა, სადაც პუტინის ქმედებებს აპროტესტებენ და პრორუსულად განწყობილ სტუმრებს არ იღებენ
სტალინის ბანერი გამოიფინა ახალდაბაში, ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით. ბანერი გზიდან ჩანს, თუმცა ის მოქალაქის კერძო საკუთრებაშია განთავსებული. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქის ეზოში განთავსებული ბანერის ჩამოხსნის უფლებას კანონი არ იძლევა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჯგუფი, რომელიც მეჯვრისხევის მიმართულებით მუშაობდა, რუსებისგან სროლის ქვეშ მოჰყვა. მისიის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს. ამბავი სროლის შესახებ არ გახმაურებულა არც იმავე დღეს და არც მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში.
„ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თავის თავად, ძალიან მძიმე ფაქტია. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეაგირება აუცილებელია, უნდა გააქტიურდეს საკითხი ბრუსელსა და ჟენევაში. ევროკავშირის ხელმძღვანელობა რუსებთან უნდა რეაგირებდეს სხვადასხვა დონეზე, მომხდარიდან გამომდინარე,"- კახა ქემოკლიძე.
ინციდენტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ქართული პოლიციისთვისაც ცხელი ხაზით არ უცნობებია. ამის შესახებ თავად აღნიშნა ირაკლი ანთაძემ, შსს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა
„ეს იყო აგრესიული მესიჯი რუსეთის მხრიდან, რომელიც უნდა წავიკითხოთ შემდეგნაირად - ისინი გვიფიქსირებენ, რომ არიან ბატონ-პატრონები სიტუაციის“,- დავით ქაცარავა.
„უკრაინაში ფართომასშტაბიანი კონვენციური ომის პარალელურად, დაძაბულობა იგრძნობა ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. ეს დაძაბულობა აისახა ევროაკავშირის მონიტორინგის მისიაზეც. ჩვენ გვქონდა მისიის წარმომადგენლების დაკავების პრეცენდენტიც. ეს ემბის სომხეთში მონიტორინგის მისიის განთავსებასაც",- თეონა აქუბარდია.
„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა 49638 მოქალაქე. ხმათა უმრავლესობა 21 656 (52, 58 % ლევან ხაბეიშვილმა მიიღო. ნიკა მელია - 16 474 (40 %), გიორგი მუმლაძე - 1516 (3,68 %) ხმა, ნონა მამულაშვილი - 1537 (3,73 %) ხმა. ხმის მიცემის პროცესი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
მოხუცთა თავშესაფრის ფანჯრებიდან, რომელიც ხურვალეთში მდებარეობს, ოკუპაციის ხაზი და რუსი მესაზღვრეების ახლად დამონტაჟებული სათვალთვალო საგუშაგოები მოჩანს. 7 წლის წინ, ეს ადგილები ჯერ კიდევ არა იყო ოკუპირებული. ახლა, სასაფლაოს მიმდებარედ და ქედზე მოქალაქეები ვეღარ გადიან.
ერგნეთში 110 ე შეხვედრაზე. ადამიანთა გატაცებისა და ბორდერიზაციის საკითხებთან ერთად, ხმაურიან ინციდენტზეც იმსჯელეს. მისი პრევენცია ვერ მოხერხდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების წინაშე რუსებმა ისროლეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია შსს ანალიტიკური დეპარტამენტმა დაადას
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება მოჰყვა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ანგარიშში კითხვის ნიშნებია იმ უწყებების მიმართ, რომლითაც „ჩანაცვლდა“ „სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახური“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულია ფარული მოსმენების შესახებ კანონის მიღების თაობაზე",- ლონდა თოლორაია
„ხელისუფლების გამოხმაურებები, მედიის ნაწილზე, არ მომისმენია, თუმცა, წარმომიდგენია, როგორი შეიძლება იყოს. ალბათ, ისევ შეადარებენ ამ ყველაფერს სისხლიან ცხრა წელს. ეს ხელისუფლების ტაქტიკაა. მე კრიტიკული ვარ ამ ანგარიშის მიმართ. მედიაში კიდევ უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე აქ წერია", ნათია კუპრაშვილი
„ეს ორგანიზაცია ძალიან ავტორიტეტულია და მისი ანგარიშები საყურადღებო, ამიტომ მის შესახებ თქმა, რომ რიგითი ანგარიშია და ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, არის ძალიან ცუდი. ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყურადღება მიაქციოს და საკანონმდებლო, თუ პრაქტიკის დონეზე ხარვეზები გამოსწორდეს,“- ნონა ქურდოვანიძე
„რაც ვიხილეთ ჩვენ ამ საპროტესტო აქციის სახით, ესაა ოლიგარქის ახდენილი ოცნება, როდესაც მას არ ჰყავს რეალური მეტოქე. ეს პატარ-პატარა ძალები უფრო მეტ ენერგიას ხარჯავენ შიდა ბრძოლაზე, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ვიდრე მთავარი საერთო მიზნის მიღწევას, ასე არ გამოვა არაფერი,“- გიორგი ბადრიძე
"საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია მხოლოდ არაორაზროვანი გზავნილით დასავლეთიდან, უფრო კონკრეტულად კი შეერთებული შტატებიდან. დასავლელეთისგან ორაზროვანი გზავნილები დამაბნეველია",- ზაზა ბიბილაშვილი.
ხატია დეკანოიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საერთაშორისო ცნობიერების გაზრდის კუთხით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული გლობალური კამპანიის ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია.
ლეილა და დურო კახნიაშვილები დევნილები კეხვიდან "ამერიკის ხმას" უამბობენ როგორ ჩანს მათი თვალთახედვით ომი და მშვიდობა. „სიკვდილზე ცუდი რამეც არსებობს, ასჯერ უარესი. ომი ვის უნდა, მაგრამ თუ მეომები, მინდა! ომი საშიში არ არის, სირცხვილია საშიში",- გვეუბნება დევნილი კეხვიდან.
მეტის ჩატვირთვა