წყალდიდობით განადგურებულ თბილისს დახმარებას ვაშინგტონი გაუწევს

ფოტო: რადიო თავისუფლება

ამერიკის ხმას აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ადმინისტრატორის მეორე მოადგილე, ჯონათან კატსი ექსკლუზიურად ესაუბრა და უშუალოდ შეეხო ტრაგედიას, რაც თბილისში 2015 წლის 13 ივნისს დატრიალდა. აშშ მთავრობა მზადაა დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ზიანის შედეგების ნეიტრალიზაციის მიმართულებით, იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს ხელისუფლება დაინახავს. ჯონათან კატსი ჩვენთან საუბრისას ამბობს:

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო დავმდგარიყავით ქართველი ხალხის გვერდით ამ უმძიმეს დროს, გაგვეზიანებინა და გამოგვეხატა მაქსიმალური მხარდაჭერა იმ ტრაგედიის გამო, რაც ჰქონდა ადგილი. განსაკუთრებით, მარიამ ქუთელიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაასრულა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის 24 წლის იყო და მონაწილეობას იღებდა აშშ-ს ერთ-ერთ პროგრამაში. გვინდა გავიზიაროთ მისი ოჯახის, დედისა და დის მწუხარება. ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ყველა ოჯახის მიმართ გვინდა მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოვხატოთ. ელჩი ნორლანდი ორშაბათს ომყოფებოდა ტრაგედიის ადგილას და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებსაც. თბილისშიც და ვაშინგტონშიც ერთი მოსაზრებაა, რომ ეს იყო განსაკუთრებული სიმძიმის უბედურება. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამან ქართველი ხალხი საოცრად შეაკავშირა ერთმანეთთან. ისინი დგანენ ერთად, მუშაობდნენ ერთად, სთავაზობენ ერთმანეთს დახმარებას. ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრის თანაზიარებისთვის და თქვენს გვერდში დგომისთვის.“ ციტატის დასასრული.

გარდა იმისა, რომ აშშ საეჩოს წარმომადგენლები და რიგითი ამერიკელები ფიზიკურად მუშაობენ სარეაბილიტაციო გზებზე და ხევებში, კიდევ რა სახის თანამშრომლობაზე იქნება საუბარი აშშ-ს მხრიდან, ამის თაობაზე ჯონათან კატსი ამბობს:

„მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რაც, ვფიქრობ დიდ როლს შეასრულებს ამ ამ ტრაგედიის მიერ გამოწვეული შედეგების, ზიანის შეფასებაში.მასში იქნებიან ექსპერტები, მათ შორის ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, გეო-ტექნიკური ინჟინერიის სფეროებიდან, ასევე იქნებიან სატყეო სამსახურის წარმომადგენლები.ისინი იმუშავებენ ადგილზე, ხელისუფლებასთან კოორდინირებულად. ჩვენ ასევე ვეძებთ სხვა გზებს და მექანიზმებს, როგორც შეიძლება იყოს გამოხატული თანადგომა. ეს იქნება დროში განგრძობადი პროცესი. გარდა იმისა, რომ მომავალ კვირას სამი სპეციალისტი ჩამოვა, რომლებიც დაუყოვნებლივ შეუდგებიან სამუშაოებს, ჩაატარებენ კვლევებს, იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი რისკი გამოირიცხოს და თავიდან იქნას აცილებული, იგეგმება მეორეგუნდის გამოგზავნაც. იმედი გვაქვს, რომ ეს ჯგუფები ძალიან საჭირო სამუშაოს შეასრულებენს და დიდ სარგებლობას მოიტანენ კატასტროფის ზონის მდგომარეობის შეფასებისა და შესწავლის მიმართულებით.

პირველ რიგში საინტერესოა იმის გაცნობა, რა საჭიროებები აქვს საქართველოს ხელისუფლებას. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მხარდაჭერა დაგეგმილი იყოს რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე.“

ჯონათან კატსი ჩვენთან საუბრისას მოხალისეების მიერ გამოხატულ თანადგომასაც შეეხო და განაცხადა:

„განსაკუთრებით მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდები, მოხალისეები ასე დიდ და მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ასრულებენ მთელ რიგ სამუშაოებში, რის აუცილებლობაც სტიქიის შედეგად დადგა. აშშ განვითარების საერთაშორისო სააგენტო კატასტროფის შემდეგ მყისიერად ჩაერთო მთელ რიგ სამუშაოებში და როგორც ცოცხალი ძალის სახით, ასევე სპეციალური აღჭურვილობის ორგანიზებით მოხალისეებისთვის გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა. ჩვენი საელჩოსა და სააგენტოს წარმომადგენლები ქართველების გვერდიგვერდ, მხარდამხარ ჩართულები არიან დასუფთავების სამუშაოებში.

მე ვაპირებ შევხვდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ დავუდასტურო მათ ამერიკელი ხალხისა და ხელისუფლების მხარდაჭერა და თანადგომა. უკვე ჩანიშნული გვაქვს შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან.“

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ხმა ესაუბრებოდა ჯონათან კატსს, აშშ-ისგანვითარების საერთაშორისო სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილეს.