ნორვეგიამ ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი საწარმოს ენერგოსისტემასთან დაკავშირების გეგმა დაამტკიცა. Equinor-ის ჰამერფესრის სადგურის ეროვნულ ენერგოსისტემასთან დაკავშირების თაობაზე ქვეყნის მთავრობამ სამშაბათს გაანაცხადა. სადგურს ადგილობრივ მოსახლეთა ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ის სათბური აირის გაფრქვევის შემცირებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად.
სამთავრობო გეგმის თანახმად, 2030 წლამდე უნდა დაიხუროს ძველი სადგური, რომელიც ქვეყანაში სათბური აირის გაფრქვევის ერთადერთი წყაროა. ის იმ ენერგოსისტემით უნდა ჩანაცვლდეს, რომელშიც ძირითადად განახლებადი ენერგიის წყაროები გამოიყენება.
ასევე ნახეთ:
ნორვეგიის სახელმწიფო უწყებებზე კიბერთავდასხმა მოხდა
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ინდუსტრიის მშენებლობისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ჩრდილოეთ ნორვეგიაში, ისევე როგორც - კლიმატისთვის", - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა - იონას გარ სტოირიმ არქტიკულ ნორვეგიაში გათხევადებული ბუნებრივი გაზის სადგურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
კომპანია Equinor-ის გაანგარიშებით, დასავლეთ ევროპის ამ უდიდეს სადგურს შეუძლია 850 000 ტონა ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გაფრქვევის პრევენცია, რაც ნორვვეგიის წლიური გაფრქვევების დაახლოებით 2%-ია. თუმცა სადგურის მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ მწვანე ენერგიის მომხრე აქტივისტები და ადგილობრივი მეირმეების თემი.