გატაცებული 19 ადამიანი - გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს

ზუგდიდში უკვე 4 საათზე მეტია 19 ადამიანი საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლად არიან აყვანილები. გამტაცებელი ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვს. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ასევე ნახეთ: ზუგდიდში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა

„პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტიანად და რაც მთავარია მშვიდობიანად,“ - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.