ფინანსთა სამინისტრომ "ტვ პირველს", "კავკასიას" და "რუსთავი 2-ს" ინკასო დაადო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “ტვ პირველის”, "კავკასიის" და "რუსთავი 2-ის" ფინანსურ ანგარიშებს ინკასო დაადო. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწვეტილება ტელევიზიებს ფინანსური ოპერაციებს შეუზღუდავს.

ზუსტი რაოდენობა იმ ტელევიზიების, რომლებსაც ეს გადაწვეტილება შეეხო უცნობია, თუმცა “ტვ პირველის”, “კავკასიის” და “რუსთავი 2-ის” წარმომადგენლები გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ.

"ტვ პირველი" და "კავკასია" აცხადებენ, რომ სახელმწიფო ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. "ტვ პირველი" სამინისტროს ყველა არხთან მიმდინარე კომუნიკაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ წამყვან ტელევიზიებს, “რუსთავი 2-სა” და “იმედის” ჰოლდინგს, ბიუჯეტის ყველაზე მაღალი დავალიანება ჰქონდათ. ფინანსთა მინისტრმა ტელევიზიებს სახელმწიფოს მიმართ ვალის ეტაპობრივი გადახდა შესთავაზა და განაცხადა, რომ დავალიანება ყველა არხს უნდა დაეფარა. სამინისტროს განცხადებით, ვალის გადახდის გარშემო ტელეკომპანიებსა და სახელმწიფოს შორის ამ დრომდე “გრძელდება შეთანხმების პროცესი”.

სამინისტრომ ტელევიზიები 23 დეკემბერს გააფრთხილა და ერთი დღის ვადა მისცა რათა ვალის ძირი დაეფარათ.