ფრანგი კონსერვატორები მიესალმნენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სკოლებში ქალებისთვის განკუთვნილი ისლამური სამოსის, აბაიას ტარება აიკრძალა. ამ გადაწყვეტილებას ასევე მოჰყვა კრიტიკა და დაცინვა.
საფრანგეთმა, საჯარო სკოლებში რელიგიური სიმბოლოების გამოყენებაზე მკაცრი აკრძალვა დააწესა და ცდილობს მზარდი მუსლიმი უმცირესობის წინააღმდეგ, სახელმძღვანელო მითითებები დააწესოს. 19-ე საუკუნის კანონებით, საფრანგეთში, საჯარო განათლებაზე ტრადიციული კათოლიკური გავლენა გაუქმებული იყო.
სეკულარიზმის მკაცრი ფორმა, რომელიც ცნობილია, როგორც „ლაიციტი“, საფრანგეთში მგრძნობიარე თემაა და ხშირად მყისიერ დაძაბულობას იწვევს.
„ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენი სკოლები მუდმივად გამოცდის წინაშეა. ლაიციტთან დაკავშირებული დარღვევები საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით, [მოსწავლეების] რელიგიური ჩაცმულობით, როგორიცაა აბაიები და კამეზი“ - განაცხადა საფრანგეთის განათლების მინისტრმა, გაბრიელ ატალმა კვირას, როცა დაწესებული აკრძალვის განმარტებას ცდილობდა.
კონსერვატიული "რესპუბლიკელების" პარტიის ხელმძღვანელი ერიკ ჩიოტი მაშინვე მიესალმა ამ ნაბიჯს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ჯგუფმა ამ გადაწყვეტილების მიღება არაერთხელ მოითხოვა.
კლემენტინ ოტინმა, დეპუტატმა ულტრამემარცხენე პარტია France Insoumise-დან, ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და "ტანსაცმლის პოლიცია" უწოდა. ასევე, ეს გადაწყვეტილება, "მახასიათებელი მუსლიმების აკვიატებული უარყოფისთვის" გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
სკოლის დირექტორთა კავშირი SNPDEN-UNSA მიესალმა ამ ნაბიჯს და თქვა, რომ მას უპირველეს ყოვლისა სიცხადე სჭირდება.
„რაც მინისტრებისგან გვსურდა, იყო - დიახ ან არა? ჩვენ კმაყოფილი ვართ, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია. ჩვენ თანაბრად ბედნიერები ვიქნებით, თუ გადაწყვეტილება მიიღება აბაიას ტარების დაშვების შესახებ“ - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას სკოლის დირექტორთა კავშირის ეროვნულმა მდივანმა დიდიე ჟორჟიმ.
"ჩვენ შეშფოთებული ვიყავით [მოსწავლეთა რაოდენობის] მკვეთრი ზრდით, რომლებიც აბაიას ატარებენ. გვჯერა, რომ არბიტრაჟი არა ჩვენი, არამედ სახელმწიფოს როლი იყო“ - თქვა მან დირექტორების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებებზე საუბრისას.
2020 წელს, ისლამისტმა რადიკალმა თავდასხმის შედეგად ისტორიის მასწავლებელი, სამუელ პეტი მოკლა, ამან ქვეყნის სეკულარულ ღირებულებებსა და მასწავლებლების როლზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.