როგორ აღმოჩნდა ჩატაევი ლოპოტის ხეობაში?!

აჰმედ ჩატაევი ბულგარეთში დაპატიმრების დროს, 2010 წელი

2010 წელს, ახმედ ჩატაევი რუსეთში ექსტრადირებისგან საქართველოს ხელისუფლებამ იხსნა

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქართულ მედიაში არაოციფიალურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლოპოტის ხეობაში მიმდინარე ოპერაციის დროს, სპეცრაზმელებმა მინიმუმ ერთ ეთნიკური ჩეჩენი დააკავეს.

პოლიციის ვერსიით, იგი „დაჭრილი იყო, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.“ ბაჩო ახალაიას უწყება სხვა რაიმე, დამატებით ინფორმაციას დაკავებულთან დაკავშირებით არ ავრცელებს,

„რაღაცა ფორმით, ამ ამბებში მონაწილე ორი პიროვნება უკვე დაკავშირებულია ზაკაევის სახელთან. ეს არის ერთი დოკვუხა დოუშევი და მეორე აჰმედ ჩატაევი. ერთი იყო ოდესღაც ზაკაევის პირადი მცვლელი და მერე გაემიჯნა მას. ეს კი ავსტრიაში ზაკაევის ხელისუფლების წარმომადგენლის მოადგილე იყო. ეს ყველაფერი, გარკვეულწილად უფრო საინტერესოს ხდის საერთო სურათს.“

თუმცა, „ამერიკის ხმას“ პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ქისტებმა დაუდასტურეს, რომ საუბარია 32 წლის ახმეტ ჩატაევზე, ცნობილ ჩეჩენ მებრძოლზე, მეორე ჯგუფის ინვალიდზე.

2000 წელს, მეორე ჩეჩნური ომის დროს, დაჭრილი ჩატაევი ურუს-მარტანის საავადმყოფოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, უსასტიკესად აწამეს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და დენზე შეაერთეს.

ქისტური წყაროების ცნობით, ახმედ ჩატაევი საქართველოში 2010 წლის გაზაფხულიდან ცხოვრობს, ამასთან იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, სადაც ერთი ოჯახი ჰყავს. მეორე ოჯახი კი საქართველოში შექმნა.

ბოლო პერიოდში, ჩატაევი პანკისის ხეობის სოფელ დუისში იმყოფებოდა. ადგილობრივები მას ხშირად ხედავდნენ დუისის მეჩეთში. როგორ და ვისი დავალებით გადაადგილდა ახმედ ჩატაევი სოფელ ლაფანყურისკენ და რა მოხდა სინამდვილეში ლოპოტის ხეობაში ამ დრომდე ბურუსით არის მოცული.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აჰმედ ჩატაევი, ისევე როგორც ლოპოტის ტყეში მოკლული დოკვუხა დოუშევი, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ჩეჩენ ლიდერთან აჰმედ ზაკაევთან დაახლოებული პირია.

„რაღაცა ფორმით, ამ ამბებში მონაწილე ორი პიროვნება უკვე დაკავშირებულია ზაკაევის სახელთან, ეს არის ერთი დოკვუხა დოუშევი და მეორე აჰმედ ჩატაევი. ერთი იყო ოდესღაც ზაკაევის პირადი მცვლელი და მერე გაემიჯნა მას, ეს კი ავსტრიაში ზაკაევის ხელისუფლების წარმომადგენლის მოადგილე იყო. ეს ყველაფერი, გარკვეულწილად უფრო საინტერესოს ხდის საერთო სურათს.“

თავის დროზე აჰმედ ჩატაევი საქართველოში, ოფიციალური თბილისის დახმარებით მოხვდა. 2003 წელს, მეორე ჯგუფის ინვალიდ ჩატაევს ლტოლვილის სტატუსი ავსტრიამ მისცა და ჩეჩენი მებრძოლი ოჯახთან ერთად ვენაში დასახლდა.

ავსტრიაში ცხოვრების პერიოდში ჩატაევი, ჩეჩენი მეთაურის, რამზან კადიროვის ყოფილი პირადი მცველის უმარ ისმაილოვის დაჯგუფების წევრად ითვლებოდა, რომელიც 2009 წლის იანვარში, ვენაში ჩაცხრილეს.

ავსტრიის პოლიცია ამტკიცებდა, რომ მკვლელობა რამზან კადიროვის გარემოცვამ შეუკვეთა, ისმაილოვი კადიროვს მასობრივ მკვლელობებში ადანაშაულებდა.

2006 წელს, აჰმედ ჩატაევი, ლონდონში მყოფმა აჰმედ ზაკაევმა, ავსტრიაში "იჩქერიის რესპუბლიკის" წარმომადგენლის მოადგილედ დანიშნა. 2007 წლის მარტში, ჩატაევი იარაღის ტარების ბრალდებით, შვედეთში დააკავეს და მხოლოდ 2009 წლის იანვარში გაათავისუფლეს.

2010 წლის იანვარში, ჩატაევს უკვე უკრაინაში აპატიმრებენю მოსკოვი კატეგორიულად ითხოვდა ჩატაევის ექსტრადირებას, თუმცა საბოლოოდ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კიევს ჩატაევის რუსეთში ექსტრადირება აუკრძალა, იმ მიზეზითб რომ ჩეჩენი ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით სარგებლობდა.

ოფიციალური თბილისი ჩატაევის საქმეში სწორედ ამ დროს ჩაერთოю 2010 წლის მარტში, უკრაინამ ჩატაევის დეპორტაცია საქართველოში განახორციელა. ავსტრიული პრესის ცნობით, მას შემდეგ რაცб მოსკოვის ზეწოლითб ვენამ ჩატაევთან დაკავშირებით აღარ იაქტიურა, ჩეჩენს დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ აღმოუჩინა.

2011 წლის მაისში, საქართველოდან მიმავალი აჰმედ ჩატაევი თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე ისევ დააპატიმრეს რუსეთმა მაშინვე მოითხოვა მისი ექსტრადირება, ბულგარეთი თავიდან დათანხმდა, თუმცა უფლებადაცვითი ორგანიზაციების ჩარევისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩატაევი გაათავისუფლეს. არაოფიციალური ინფორმაციით, იგი ისევ საქართველოში დაბრუნდა.

რა მოსაზრებებით იხელმძღვანელა საქართველოს ხელისუფლებამ 2010 წელს, როცა აჰმედ ჩატაევს დახმარება აღმოუჩინა უცნობია, ამ თემაზე დღეს კომენტარს არცერთი ოფიციალური პირი არ აკეთებს.

საქართველოში მიმდინარე გამოძიებას უნდობლობა ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოუცხდა. თელავში მიტინგზე ივანიშვილმა კერძოდ ბრძანა:

„ჩვენი ხელისუფლება უტიფრად ტყუოდა, ლოპოტის ხეობაში ოპერაციის დაწყების პირველსავე დღიდან ტყუოდა, როცა გვიმტკიცებდა, რომ იქ რუსეთიდან გადმოსულ შეიარაღებულ პირებს ებრძოდა.

ხელისუფლება უტიფრად ტყუოდა, ლოპოტის ხეობაში ოპერაციის დაწყების პირველსავე დღიდან გვიმტკიცებდა, რომ იქ რუსეთიდან გადმოსულ შეიარაღებულ პირებს ებრძოდა. შემდეგ ცხედრებით ევაჭრებოდა ქისტებს. ამ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ
ბიძინა ივანიშვილი

როგორც კი გაირკვა , რომ ეს ჯგუფი რუსეთიდან არ იყო შემოსული იმის მტკიცება დაგვიწყეს, რომ რაზმის არცერთი წევრი საქართველოს მოქალაქე არ იყო.

ჟურნალისტების წყალობით, გავიგეთ რომ იმ დაღუპულებისთვის პანკისის სოფლებში საფლავები გაითხარა. ოჯახები კი დაღუპულ შვილებს გლოვობდნენ. გავიგეთ ისიც, რომ ხელისუფლება ცხედრებს არ აძლევდა ოჯახებს, ცხედრებით ევაჭრებოდა ქისტებს.

ამ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. გპირდებით ყველას, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება.“

ოფიციალური ვერსიით, სპეცოპერაცია ლოპოტის ხეობაში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ფედერაციიდა, დაღესტნიდან გადმოსულმა ბოევიკთა ჯგუფმა მძევლები აიყვანა და მთავრობამ მათი გათავისუფლების ოპერაცია დაგეგმა.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს კარგად შეირაღებული ჯგუფი ლოპოტის ხეობაში პანკისიდან მოხვდა, ჯგუფის წევრები, პანკისელი ქისტების განცხადებით, დუისსა და მიმდებარე სოფლებში დიდი ხანია ცხოვრობდნენ და ხელისუფლების ზედამხედველოთ, წვრთნას გადიოდნენ.

სპეოპერაციას სამი ქართველი სპეცრაზმელი შეეწირა, მოკლულია ჯგუფის 11 წევრი, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქე. ხელისუფლებამ ჯერჯერობით ჭირისუფლებს მხოლოდ სამი ცხედარი გადასცა.

უცნობია აჰმედ ჩატაევის გარდა, არიან თუ არა სხვა დაპატიმრებულები. მთავრობა აცხადებდა, რომ ექვსი ბოევიკი ალყაში ჰყავდა მოქცეული და დევნის ოპერაციას აგრძელებდა.