სოფელ ახალი თერჯოლის მკვიდრ, 41 წლის გელა სახელაშვილს, რომელიც გუშინ მინსკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ბელორუსიის კანონმდებლობით, 7 წლამდე პატიმრობა ელის, თუ დამტკიცდა, რომ იგი თვითმფრინავის გატაცებას ნამდვილად ცდილობდა.
ბელორუსიის ავიაკომპანია „ბელავიას“ კუთვნილი „გოლფსტრიმის“ ტიპის თვითმფრინავი, რეისი 731 ქუთაისი-მინსკი, კოპიტნარის აეროპორტიდან 10 ივნისს, დილის 4 საათსა და 50 წუთზე აფრინდა. ბელორუსიის უშიშროების ცნობით, როცა მინსკის აეროპორტამდე 40 წუთი რჩებოდა, გელა სახელაშვილმა მფრინავებს ბორტგამცილებლის მეშვეობით წერილი გადასცა.
„ეკიპაჟის მეთაურმა წერილი მიიღო, როცა თვითმფრინავს მინსკამდე 200 კილომეტრი რჩებოდა. ამ დროს ლაინერის ბორტზე 32 მგზავრი იყო, მათ შორის ერთი ბავშვი და ეკიპაჟის ოთხი წევრი.“
საქართველოს მოქალაქე წერილში, თვითმფრინავისთვის მარშრუტის შეცვლას და იტალიის დედაქალაქ რომის აეროპორტში დასმას ითხოვდა. ბეროლუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელი არტურ სტრეხი ამბობს:
„ეკიპაჟის მეთაურმა წერილი მიიღო, როცა თვითმფრინავს მინსკამდე 200 კილომეტრი რჩებოდა. ამ დროს ლაინერის ბორტზე 32 მგზავრი იყო, მათ შორის ერთი ბავშვი და ეკიპაჟის ოთხი წევრი.“
"ბელავიას" მგზავრი ფხიზელი იყო თუ მთვრალი? ეს კითხვა ბელარუს ჟურნალისტებს მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა ცნობილი გახდა, რომ რომის გარდა, გელა სახელაშვილმა თვითმფრინავის დასმა ევროპის კიდევ რამდენიმე დედაქალაქში მოითხოვა.
მგზავრების თქმით, სახელაშვილი მთვრალი იყო და ამბობდა, რომ ვატიკანში ჩასვლა უნდოდა.
საბოლოოდ, ეკიპაჟის მეთაურმა შეძლო გელა სახელაშვილის დარწმუნება, რომ ავიალაინერს, ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დასვამდა.
სინამდვილეში ბორტი მინსკის აეროპორტში დაეშვა, სადაც უკვე მობილიზებული იყო ბელორუსიის კგბ-ს კონტრტერორისტული სამმართველოს სპეცრაზმი „ალფა“.
გელა სახელაშვილი სპეცდანიშნულების რაზმს მაშინვე ჩაბარდა, როგორც მოსალოდნელი იყო, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
სისხლის სამართლის საქმე თვითმფრინავის გატაცების მუხლით აღიძრა, რაც ბელორუსიის კანონმდებლობით, 7 წლამდე, დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში კი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ ამბობენ, რომ 731 რეისმა აფრენიდან 35 წუთში, კოპიტნარის აეროპორტს აცნობა, რომ ერთ-ერთი მგზავრის არაადექვატური ქცევის გამო, შესაძლოა უკან დაბრუნებულიყო, თუმცა მოგვიანებით, ეკიპაჟმა მინსკისკენ ფრენა მაინც განაგრძო.
„აეროპორტების გაერთიანების დირექტორი“ ქეთი ალექსიძე უარყოფს, რომ გელა სახელაშვილი ბორტზე მთვრალი აუშვეს. იგი ირწმუნება, რომ რეგისტრაციისა და შემოწმების დროს მგზავრი ადექვატურად იქცეოდა. სხვა მგზავრები ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ სახელაშვილი რეგისტრაციის დროს უკვე მთვრალი იყო.
„აეროპორტების გაერთიანების დირექტორი“ ქეთი ალექსიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ გელა სახელაშვილი ბორტზე მთვრალი აუშვეს.
იგი ირწმუნება, რომ რეგისტრაციისა და შემოწმების დროს მგზავრი ადექვატურად იქცეოდა. სხვა მგზავრები ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ სახელაშვილი რეგისტრაციის დროს უკვე მთვრალი იყო.
„გაფრენის წინა შემოწმება გაიარა ყველა მგზავრმა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისის დაწყებამდე, არც რეგისტრაციის, არც შემოწმებისა და არც ჩასხდომის მომენტში, არაადექვატური ქცევა მგავრების მხრიდან არ დაფიქსირებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მგზავრი ავტომატურად მოიხსნებოდა რეისიდან.“
ის, რომ საქართველოს მოქალაქე გელა სახელაშვილი დაკავების მომენტში მთვრალი იყო ამას ადასტურებს, ბელარუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიც.
"სახელაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, დაკავების დროს შეეცადა სიტუაცია ისე გამოყვანა, რომ თითქოს ეს ყველაფერი ხუმრობა იყო" - ამბობს უშიშროების წარმომადგენელი.
ბელარუსი სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ თითქოს სახელაშვილი ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა, თუმცა ამ ინფორმაციას ურყოფენ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები. მათი თქმით, სახელაშვილს ბომბი არ უხსენებია.
სახელაშვილის მოტივს ბელარუსიის გამოძიება დაადგენს, მის ოჯახის წევრებს კითხვები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და ავიაკომპანია "ბელავიას" მიმართ აქვთ. თუ სახელაშვილი მთვრალი იყო, რატომ აუშვეს იგი ნომერ №731 რეისზე? ნათესავების თქმით, სახელაშვილი ბელარუსში სამუშაოდ მიდიოდა.